მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიმატის ცვლილება - რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო?

ბაქო, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას მასპინძლობს. სამიტის გახსნის ღონისძიებაზე აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა, რომ გარემოს პროგრამა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გლობალურად ტემპერატურამ 3 გრადუსით მოიმატა. მისი თქმით, ეს არის კატასტროფა და სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ამ პრობლემისგან ზარალდებიან. COP29 ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მსოფლიო ლიდერები იმ ქმედით ნაბიჯებზე იმსჯელებენ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის, ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო კლიმატის ცვლილებების ფონზე? როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა და რა არ ან ვერ კეთდება ამ მიმართულებით?

სტუმარი: ნინო ჩხობაძე - ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები