მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიმატის ცვლილებები და ქართული მისია ანტარქტიდაში;

ავტორიტეტული მეცნიერების შეფასებით, მომავალ წლებში გახშირდება მეწყრები, წყალდიდობები, გვალვები და სხვა ბუნებრივი კატასტროფები, რაც გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკაზე, ისე მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ქვეყნის განვითარებაზე. როგორ უნდა მოერგოს საქართველო ამ გამოწვევებს და რა როლი აქვს ამ პროცესში მეცნიერებას, განათლებასა და საზოგადოების ჩართულობას? სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი, რომლის პირველი ეტაპი პირველი ქართული კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიცია იქნება. ექსპედიციის ფარგლებში დაგეგმილია ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალ – ვინსონზე ასვლა და სამხრეთ პოლუსამდე თხილამურებით გადაადგილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები