კლიმატის ცვლილების დამანგრეველმა ეფექტებმა, კერძოდ, გლობალური ტემპერატურის ზრდამ, შესაძლოა ბანანის სრული გაქრობა გამოიწვიოს. დასკვნა, რომელიც ბრიტანელმა მეცნიერებმა მოამზადეს სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ Nature Climate Change –ში გამოქვეყნდა. მეცნიერთა ჯგუფი ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროცესების გამო, 2050 წლისთის შესაძლოა, მსოფლიო ბანანის გარეშე დარჩეს.
ექსტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის პროფესორებმა შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ბანანის წარმოებაზე. ამისათვის მათ 27 ქვეყანაში ბანანის მოსავლიანობის ინდიკატორები გაანალიზეს. შედეგებმა აჩვენა, რომ გლობალურმა დათბობამ ბანანის ზრდისთვის ხელსაყრელი პირობები მოიტანა, მოსავალი 1961 წლიდან გაიზარდა, თუმცა, ამავე დროს, მსოფლიო ტემპერატურის მუდმივმა ზრდამ, მეცნიერთა აზრით, შეიძლება ერთ დღესაც საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს: მოსავლიანობა შეიძლება შემცირდეს, ხოლო 2050 წელს ბანანი სრულიად გაქრეს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპისთვის მსოფლიოს 10 ქვეყანაში ბანანის შემცირების ტენდენცია უკვე შეინიშნება. ყველაზე დაზარალებული სახელმწიფოები ამ კუთხით, ინდოეთი და ბრაზილია.
პროფესორები აცხადებენ, რომ ბანანის გადარჩენისთის, აუცილებელია, მასშტაბური ინვესტიცია სოფლის მეურნეობის ტროპიკულ პროექტებში.

























