კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ რისკებთან საბრძოლველად საქართველოს განვითარებული ქვეყნების მხარდაჭერა დასჭირდება - ამის შესახებ განცხადება კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაფალდა დუარტემ თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის 37-ე საბჭოს შეხვედრაზე გააკეთა. GCF-ის საბჭოს 37-ე შეხვედრის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ტექნიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რაც განვითარებად ქვეყნებში ფინანსების გადანაწილების საკითხებს ეხება. რა ეკონომიკური ეფექტი აქვს კლიმატური ცვლილებებიდან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს? რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გამოწვევები შეამციროს ან თავიდან აიცილოს?