მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკა “კონსილიუმ მედულამ” Accreditation Canada-ს  პლატინის სერტიფიკატი მიიღო

კლინიკა “კონსილიუმ მედულამ” Accreditation Canada-ს  პლატინის სერტიფიკატი მიიღო
12.02.25 13:08
905

მრავალპროფილურმა კლინიკამ „კონსილიუმ მედულა“ წარმატებით გაიარა Accreditation Canada-ს საერთაშორისო შეფასება, დააკმაყოფილა 1300-ზე მეტი საერთაშორისო სტანდარტი და პლატინის სერტიფიკატი მიიღო.

Accreditation Canada-ს სტანდარტების მიხედვით, ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის 8 ძირითად განზომილებას: მოსახლეობაზე ფოკუსირება, ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება, სამუშაო გარემო, პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება, მომსახურების უწყვეტობა, ეფექტიანობა და მიზანშეწონილობა.

საერთაშორისო ექსპერტებმა სკრუპულოზურად შეაფასეს „კონსილიუმ მედულას“ საქმიანობის ყველა ასპექტი: კლინიკის პროცედურები, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების სისტემები, პაციენტების ჩართულობის მექანიზმები და კომუნიკაციის ეფექტური პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პაციენტის უსაფრთხოებას, პაციენტზე ორიენტაციას, ინფექციების პრევენციას, კრიტიკული სიტუაციების მართვას და გუნდურ მუშაობას.

Accreditation Canada-ს პლატინის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „კონსილიუმ მედულა“ პაციენტებს სთავაზობს ისეთ მომსახურებას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებთან. სერტიფიკატი პაციენტებისთვის არის გარანტია, რომ ისინი იღებენ უსაფრთხო, ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. როდესაც კლინიკა Accreditation Canada-ს სტანდარტებს იცავს, ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა არის უსაფრთხო, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, პაციენტი დაცულია შეცდომებისგან, ინფექციებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

პაციენტზე ორიენტირებულობა კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ მთავარი ფილოსოფიაა, კონსილიუმი კი - მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი: პაციენტის ჯანმრთელობაზე არა ერთი, არამედ რამდენიმე სპეციალისტი ერთად განიხილავს შემთხვევას და იღებს საუკეთესო გადაწყვეტილებას.

პლატინის სერტიფიკატით დადასტურებული ხარისხი არის კლინიკის 22-წლიანი შეუპოვარი შრომის და ძალისხმევის დასტური. „კონსილიუმ მედულას“ განვითარების ამბიციური გეგმები აქვს, რაც ეფუძნება გრძელვადიან ხედვას და მოიცავს მუდმივ გაუმჯობესებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და პაციენტების ჩართულობის გაზრდას. სულ მალე გაიხსნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი კორპუსი, სადაც იგეგმება სამედიცინო სერვისების გაფართოება, ონკოლოგიურ, თერაპიულ, ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, რევმატოლოგიურ მიმართულებებს დაემატება ორთოპედია/ტრავმატოლოგია და ყბა-სახის ქირურგია, იტერვენციული კარდიოლოგია, სისხლძარღვთა და პლასტიკური ქირურგია, რეაბილიტაცია და მაღალტექნოლოგიური კვლევები.

Accreditation Canada სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს, ორგანიზაციის მიზანია პაციენტზე ზრუნვის ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესება. Accreditation Canada-ს აქვს 60 წლიანი გამოცდილება მსოფლიოს 42 ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები