მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კლინიკა "კურაციოში" სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

აცრა
BM. GE
20.10.25 22:52
941

კლინიკა "კურაციოში" სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. GPI Holding-ის ინფორმაციით, აცრა ტარდება ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი VaxigripTetra ვაქცინით (SANOFI WINTHROP INDUSTRIE), რომელიც მორგებულია მიმდინარე სეზონისთვის მოსალოდნელ შტამებს.

"აცრა უფასოა კომპანიის დაზღვეულებისთვის და მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს. აცრაზე ჩასაწერად: მიმართეთ ოჯახის ექიმს ან პედიატრს, მიიღე ვაქცინაციის რეკომენდაცია და დაჯავშნე ვიზიტი GPI-ის აპლიკაციით, აირჩიე სპეციალისტი და შემდეგ მიუთითე „იმუნიზაცია“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra ) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, VaxigripTetra ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები