"კლინიკა “მედიქალი” გაიხსნა", - ამის შესახებ ექიმმა დავით მრელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განმარტებით, კლინიკაში პაციენტებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ტელემედიცინის საშუალებით მოემსახურებიან.
დავით მრელაშვილის თქმით, ვებ-პორტალზე ვიზიტის დაჯავშნა ორშაბათიდან არის შესაძლებელი.
"პირველ 10 ნევროლოგიურ პაციენტს მოვემსახურები თავად, რათა დეტალურად გავიარო ლაივ-სამუშაო პროცესის თითოეული საფეხური (workflow) და თუ რაიმე პროცედურული, ტექნოლოგიური თუ სხვა ნიუანსია საყურადღებო - ყველაფერი ოპერატიულად გავასწოროთ.
პაციენტებისთვის პორტალის მისამართია: https://patientportal.medicall.online.ge/ მარჯვნივ, ზემოთ კუთხეში რეგისტრირდებით, რის შემდეგაც შეძლებთ ვიზიტის დანიშვნას.
ნებისმიერი კითხვით ან უკუკავშირით მოგვმართეთ მეილზე: [email protected] .
ქართულენოვანი ვებგვერდი უკვე გზაშია და მომდევნო კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. გირჩევთ, დააფოლოვოთ ჩვენი "ფეისბუქის" გვერდი: Medicall Facebook, სადაც დაიდება ბევრი საინტერესო ინფორმაცია: სიახლეები მედიცინაში; ჩემთვის საყვარელი თემა — მითები და რეალობა სამედიცინო პრაქტიკაში; სპეციალური შემოთავაზებები და სხვა.აქვე შეგიძლიათ მარტივად მოგვწეროთ "ფეისბუქ" მესენჯერით.
ამ მომენტში, მიზანმიმართულად წვდომადია მხოლოდ ერთი ექიმი — მე, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.
მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად დაემატებიან სხვა ექიმები და სპეციალისტებიც.
ჩვენი კლინიკა განკუთვნილია სამი ტიპის პაციენტისთვის:
- მათთვის, ვისაც სურს უცხოეთის კლინიკებში (თურქეთი, გერმანია და ა.შ.) წასვლა დიაგნოსტიკისთვის. აქ თქვენ შეძლებთ მიიღოთ მაღალი დონის პროფესიონალური აზრი გაცილებით ნაკლები დანახარჯით (მით უმეტეს, რომ ხარისხიანი აპარატურა და პრეპარატები საქართველოში ხელმისაწვდომია).
- მათთვის, ვინც უკვე ბევრი ექიმი „შემოიარა“, დახარჯა დიდი რესურსი და აქვს კონკრეტული კითხვები თავისი დაავადების შესახებ.
- მათთვის, ვისაც აქვს სამედიცინო პრობლემა და თავიდანვე სურს ხარისხიანი მომსახურების მიღება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მოგვწერეთ მაქსიმალურად ბევრი უკუკავშირი — იდეებით დაწყებული, შთაბეჭდილებებით დამთავრებული. https://www.facebook.com/share/1C7jgUsiLC/?mibextid=wwXIfr
ეს ჩვენთვის უმთავრესია ხარისხის მუდმივი კონტროლისა და გაუმჯობესებისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს დავით მრელაშვილი.
რა არის ტელემედიცინა?
ტელემედიცინა, იგივე მედიცინაა, რომელიც ოპერირებს დისტანციურად. ტელემედიცინა შესაძლებელს ხდის, პაციენტებთან კონსულტაცია და რეკომენდაციები ონლაინ გაიცეს.
დღესდღეობით არსებობს ტელემედიცინის 3 გავრცელებული ტიპი:
ინტერაქტიული მედიცინა – რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტებსა და ექიმებს რეალურ დროში დაუკავშირდნენ ერთმანეთს;
შენახვა და გაგზავნა – რაც პროვაიდერებს აძლევს საშუალებას, გაუზიარონ პაციენტის ინფორმაცია სხვა ადგილას მყოფ პრაქტიკოსს;
პაციენტის დისტანციური მონიტორინგი – რომელიც საშუალებას აძლევს დისტანციურ მომვლელებს, თვალყური ადევნონ სახლში მცხოვრებ პაციენტებს მობილური სამედიცინო მოწყობილობების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების მიზნით (მაგ. სისხლში შაქარი ან არტერიული წნევა).




























