მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კლინიკები მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ“ - რა ხარვეზები ახლავს DRG-ზე გადასვლას?

63975ad3f3aa2
ელენე გოგბერაშვილი
12.12.22 20:00
1639
„გარკვეული მაღალტექნოლოგიური ოპერაციებზე კლინიკები სამწუხაროდ, გეგმიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ იმის გამო, რომ გასაშუალებულ ტარიფში საშუალოზე მაღალი თანხა სჭირდებოდათ რეალურად კლინიკებს“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა bm.ge-სთან DRG-ზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკების სახელმწიფო დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლის ერთი თვის თავზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს აფრთხილებს, რომ 1 იანვრიდან მსგავსი შემთხვევები საჯარიმო სანქციას დაექვემდებარება.

„პირველ ეტაპზე ძირითადად იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. გამოგზავნილ კოდებსა და დადასტურებას გარკვეული დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ კლინიკებიც გადაწყობილიყვნენ და სისტემასთან მორგებულიყვნენ, რადგან მათ დამატებით ინფორმაციის შევსება სჭირდებათ კონკრეტულ ველებში იმისთვის, რომ DRG კოდი გენერირდეს. აქამდე ეს არ სჭირდებოდათ, შესაბამისად იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები.

მეორე საკითხი, რაც გამოიკვეთა ამ ეტაპზე არის, რომ გარკვეული მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებზე კლინიკები სამწუხაროდ გეგმიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ იმის გამო, რომ გასაშუალებულ ტარიფში საშუალოზე მაღალი თანხა სჭირდებოდათ რეალურად კლინიკებს, თუმცა მათთან ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს. მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ოპერაციები გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ჩარევაზე შეიძლება იზარალონ კიდევაც, ჩაინიშნა ოპერაციები და მიმდინარეობს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით ვაცნობებთ კლინიკებს, რომ ეს არის დარღვევა და შესაბამისად 1 იანვრიდან, როდესაც საპილოტე რეჟიმი დასრულდება კლინიკებს უკვე ასეთი ტიპის შემთხვევებზე საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

ასევე, კონკრეტულ კოდებთან მიმართებაში არის რაღაც კოდები, სადაც ფასის შემცირება იქნება, არის რაღაც კოდები, სადაც მომატება იქნება, იქიდან გამომდინარე, რა სტატისტიკაც დაიდება ერთი თვის შედეგად“,-განმარტა bm.ge-სთან ინტერვიუში ილია ღუდუშაურმა.



DRG ლატვიის მოდელით - მთავრობას კლინიკები დაფინანსების ახალ სისტემაზე გადაჰყავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები