მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკები, რომლებზეც ყველაზე რთულად გადაიარა პანდემიის პერიოდმა, დღეს ყველაზე დაჩაგრულები არიან - “ევექსის ჰოსპიტლები”

62588c1868b7d
ალა ისპირიანი
15.04.22 20:29
1356
კლინიკები, რომლებზეც ყველაზე რთულად გადაიარა პანდემიის პერიოდმა, დღეს ყველაზე მეტად დაჩაგრულები არიან, - ამის შესახებ “ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორმა გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა.

გიორგი მინდიაშვილის თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა ცალმხრივი იყო.

„ამ 26-თვიან პერიოდს კონკრეტულ სახელს დავარქმევდი, ეს ცალსახად პარტნიორული ურთიერთობა იყო, რადგან კერძო სექტორი მთლიანად იდგა სახელმწიფოს, პაციენტის და საქართველოს მოქალაქეების გვერდით. ომს ვადარებდით ამ სიტუაციას. ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებოდათ. პირველ რიგში, ეს ჩვენი პატრიოტული ვალი იყო, მანამ რამე კომერციულ ინტერესებზე ან რეგულაციებზე ვილაპარაკებთ, ამიტომ უსიტყვოდ ასრულებდა კერძო სექტორი ყველა დავალებას, ხშირ შემთხვევაში წინ უსწრებდა კიდევაც ინიციატივებით, ისე ასრულებდა იმ როლს, რა როლიც მას პანდემიის დროს ეკისრა. როდესაც პირველ ჰოსპიტალს ვაკეთებდით, ვღელავდი კადრებზე, რადგან შეიძლება ენერვიულათ ან შეშინებოდათ, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ძირითადი ექიმები წამოდგნენ და თქვეს, რომ რომელი კადრიც ამ დროს ჩვენ გვერდით არ იდგება, ნორმალურ დროში ჩვენ გვერდით ვერ იმუშავებენო. მადლობა მინდა გადავუხადო მათ კიდევ ერთხელ ამისთვის.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის იყო ცალმხრივი პარტნიორობა, რადგან ერთი მხრივ კერძო სექტორი ყოველგვარი გათვლების გარეშე ყველაფერს აკეთებდა და 2-3 დღეში აწყობდა 200-300 საწოლიან ჰოსპიტლებს და „კოვიდ-მიმღები" ხდებოდა. ეს წარმოუდგენელი პროცესი იყო, რაც კერძო სექტორმა გააკეთა. ბუნებრივია, სახელმწიფო რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ პარტნიორობის თვალსაზრისით ეს ცალმხრივი იყო ამას ისიც მოწმობს, რომ ბუნებრივია რეგულირებადი სექტორი ვართ და რეგულირება და შემოწმება ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ კონტექსტს მნიშვნელობა აქვს. ასეთ დროს, როცა ყველა რეგულატორი ერთბაშად გამოწმებს, ელემენტარული სტრესია. ჩემი აზრით, შეიძლებოდა 6 თვე მოცდა, მადლობის გადახდა სამედიცინო პერსონალისთვის იმისთვის, რაც გააკეთეს და 6 თვეში იმავეს გაკეთება", - განაცხადა მან.

ამასთან, გიორგი მინდიაშვილის თქმით, იყო კლინიკები, რომლებსაც ყველაზე პიკურ მომენტში შეეძლოთ კოვიდ-კლინიკად გადაკეთება და არ გადაკეთდნენ. როგორც ის ამბობს, ეს კლინიკები ყველაზე მეტად მოგებულები დარჩნენ. "ისინი არც სახელმწიფოს დაუდგნენ გვერდში, არც მოსახლეობას. სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულება კი მაინც ერთი და იგივეა მათ მიმართაც და ჩვენ მიმართაც, რომლებიც პანდემიის დროს გვერდზე ვედექით. მე ამას ცალმხრივ პარტნიორობას დავარქმევდი. ფინანსურად, მორალურად და ყველა კუთხით, ის კლინიკები, რომლებზეც ყველაზე რთულად გადაიარა პანდემიის პერიოდმა, დღეს ყველაზე მეტად დაჩაგრულები არიან“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები