მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კლინიკების ჯარიმები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებას გამოიწვევდა"

5cd00c35c2410
სალომე მეცხვარიშვილი
06.05.19 14:32
832
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დაჯარიმდნენ, ორმაგი ჯარიმები გაუნულდათ და ისინი მხოლოდ იმ თანხას დააბრუნებენ, რომლებიც სამინისტროსგან მიიღეს.

დავით სერგეენკოს თქმით, ჯარიმების ჩამოწერა რომ არ მომხდარიყო, ზოგიერთი კლინიკა გაკოტრების წინაშე დადგებოდა.

„არცერთი კომპანია, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, არასოდროს ხარჯავს თანხას ისე, რომ არ გააკონტროლოს ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტროა. ამ ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში გახმაურებული ამბავი, რომ რამდენიმე პოლიკლინიკას დაეკისრა ჯარიმები, ეს ჯარიმები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებას გამოიწვევდა. ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკუთრივ ჯარიმები, რომელიც რაოდენობრივად იყო არასწორად მიღებული თანხების ორმაგი რაოდენობა, საკუთრივ ჯარიმები გაუქმდა და ამ კლინიკებმა უნდა გადაიხადონ მხოლოდ ის თანხა, რაც არასწორად მიიღეს სახელმწიფოსგან. შესაბამისად, რაიმე სანქციების გადახედვაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან სანქციები არც კი დაკისრებიათ, რაც არასწორად მიიღეს, ის უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში. ორმაგი ჯარიმა განულებულია", - განაცხადა სერგეენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები