კლინიკების დიდი ნაწილი 520-ე დადგენილების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკების 90% სარჩელით აპირებს მოითხოვოს 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება.
„90% კლინიკებისა ვაპირებთ შევიტანოთ საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ამ დადგენილების მოქმედება. ასევე მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ თითოეული მათგანი მზად არის და მე ვარ გარანტი იმისა, რომ დასხდნენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან... მოხდეს რეალური განფასება, არა ფინანსისტების მონაწილეობით, არამედ სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი მზად არიან მიყვნენ ხელისუფლებას ამაში, მაგრამ არა ისე, რომ მათ დაადგინონ ტარიფები, რომელიც არ არის რეალური“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, მთავრობის 520-ე დადგენილება 21 ნოემბერს ამოქმედდა.

























