მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვა დაიწყეს

BM.GE
21.06.23 11:43
753
ჯანდაცვის სექტორი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება. 2025 წლიდან სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნები შევა ძალაში. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პროგრამის დატოვება მოუწევთ. მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა საერთაშორისო აკრედიტაციის პირველი- თვითშეფასების ეტაპი უნდა დაასრულონ. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. ბაზარზე უკვე გამოჩნდა რამდენიმე საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია, რომელიც კლინიკებს სტანდარტების დანერგვაში უნდა დაეხმარონ. სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა აქვს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს. რა პროცესის გავლა უწევთ კლინიკებს, რამდენად დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს მოთხოვნილი სტანდარტების დანერგვა? 

სტუმარი: ნათია ნოღაიდელი - “ჯეო ჰოსპიტალსის” სტრატეგიული განვითარების და ხარისხის დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები