მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კლინიკებს, რომლებსაც სამუშაოები მინიმალურ დონეზე აქვთ შესრულებული, ვადებში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ” - TEMOS

ლალი ყიფშიძე

კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად 6 თვე რჩებათ. პროცესი ჯანდაცვის სექტორმა უკვე დაიწყო და ხარისხის ახალ სტანდარტზე მოსარგებად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულებებიც გაფორმდა, თუმცა აკრედიტაციის მისაღებად პროცესი გამოწვევების ფონზე მიდის.

ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის TEMOS-ის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კლინიკებს იმ მოთხოვნებზე მორგება უჭირთ, რომელიც აქამდე სახელმწიფოს სტანდარტიზაციის ქვეშ არ ყოფილა. ლალი ყიფშიძის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემური კლინიკებისთვის ადამიანური რესურსი და ფინანსებია. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ისინი ამ ეტაპზე 30 კლინიკასთან თანამშრომლობენ, რომელთა ძირითადი ნაწილის დადგენილ სტანდარტებზე შემოწმება შემოდგომაზე მოხდება. მისივე განმარტებით, პრობლემები არის მაგრამ 6 თვეში მათი დაძლევა კლინიკების სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია.

“30 კლინიკიდან დაახლოებით მესამედთან მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპონენტი და ეს კლინიკები 70-80%-ით მომზადებულები არიან და ოქტომბრისთვის, მათთვის გვეყოლება მოწვეული შემფასებლები, რათა შეფასდეს როგორ პასუხობს კლინიკა სტანდარტებს არამხოლოდ დოკუმენტურად არამედ მიმდინარე პროცესების მიხედვითაც. გამოწვევები ყველაზე მეტად იმ სფეროებშია, სადაც სიახლეებია, მაგალითად ეს არის საექთნო პროცესი, სადაც ისეთი სიახლეები შემოდის, რაც აქამდე არ არსებობდა. ეს სფერო სახელმწიფოს მიერ ნაკლებად რეგულირებულია. იმ სფეროებში, სადაც აქამდე იყო სახელმწიფოს ჩართულობა პრობლემები ნაკლებად არის.

თვითონ აკრედიტაციის პროცესი ფინანსური და ადამიანური რესურსების ჩართულობას მოითხოვს, რადგან ისინი ქმნიან ღირებულებას. ამაში ექიმებიც და ექთნებიც უნდა იყვნენ ჩართულები. იმ კლინიკებში, რომლებთანაც საკონსულტაციო კომპონენტით ვართ ჩართულები, 70-80% დაფარულია, თუმცა არიან კლინიკები, რომლებსაც სამუშაოები მინიმალურ დონეზე აქვთ დაწყებული, რა თქმა უნდა, მათ დადგენილ ვადებში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ”, - ამბობს TEMOS-ის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი ლალი ყიფშიძე.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები