კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება. კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან მიიღეს დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი იქნება, ასეთ კლინიკას სახელმწიფო დაფინანსებას შეუჩერებს. კლინიკების ნაწილი საუბრობს, რომ ლეტალობის დათვლის მეთოდოლოგია გადასახედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს, რა სიმძიმის პაციენტები შედიან კლინიკებში. რა იცვლება სამედიცინო დაწესებულებებისთვის?
სტუმარი: მაია მახარაშვილი - ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;