მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებში ექთნების რაოდენობა შემცირდა - რა გამოწვევის წინაშე დგას სექტორი?

2023 წელს საქართველოში 21 500 ექთანი და 24 400 ექიმი მუშაობდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექიმების რაოდენობა გაიზარდა, ექთნების კი შემცირდა. წინა წელთან შედარებით, ექთნების რაოდენობა 561-ით ნაკლებია. 2022 წელს ქვეყანას 22029 ექთანი ჰყავდა. კერძო სექტორში კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ექთნების ნაწილი ქვეყანას ტოვებს. მათი თქმით, მთავარი მიზეზი დაბალი ანაზღაურება და ქართულ კლინიკებში არსებული შრომითი პირობებია. რა ტენდენციებია ჯანდაცვის სექტორში? რას აკეთებს მთავრობა ექთნების დეფიციტის აღმოსაფხვრელად და როგორია კერძო სექტორის გეგმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები