მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებში საწოლფონდი 14.5%-ით შემცირდა - რა ტენდენციები სექტორში?

გასულ წელს საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა 26 ერთეულით, ხოლო საწოლფონდი 14.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა წლიურად 11 ერთეულით არის გაზრდილი და 2 295-ს შეადგენდა. ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში ისევ ექიმების სიჭარბე და ექთნების დეფიციტია. დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ გასულ წელს 24.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.5 ათასი. წლიურად 500 ერთეულითაა გაზრდილი ექიმების რაოდენობა, ხოლო ექთნების რაოდენობა 500-ით შემცირდა. რამ გამოიწვია ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების და საწოლფონდის შემცირება და ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ბოლო პერიოდში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს, რომელმაც მათ შორის რეანიმაციის მიმართულებით კლინიკებს ახალი მოთხოვნები დაუწესდა. რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს და როგორ უნდა დავაბალანსოთ კლინიკებში არსებული რაოდენობრივი დისბალანსი, რომელიც ექიმებსა და ექთნებს შორის წლებია არსებობს?

სტუმარი: ვახტანგ კალოიანი - ჯანდაცვის სპეციალისტი / „ევროპული საქართველოს“ წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები