მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკური ენდოკრინოლოგიის მე-8 ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესი

2026 წლის 26-28 ივნისს თბილისი ენდოკრინოლოგიის დარგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ფორუმს მასპინძლობდა. სამდღიანი კონგრესი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობდა და მასში წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.ღონისძიების ფარგლებში დეტალურად განიხილეს თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ლიპიდური დარღვევები, დიაბეტი, სიმსუქნე და ყოველდღიური პრაქტიკის სხვა საკვანძო საკითხები. კონგრესის პირველმა დღემ მკაფიოდ აჩვენა ენდოკრინოლოგიის მზარდი ინტერდისციპლინური კავშირი კარდიოლოგიასთან, მეტაბოლიზმსა და შინაგან მედიცინასთან. აშკარაა, რომ დღევანდელი კლინიკური პრაქტიკა თანაბრად ყალიბდება როგორც განახლებული გაიდლაინების, ისე რეალური სამედიცინო გამოცდილების საფუძველზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები