საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „კლინტექი“ შეუერთდა. კომპანია, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა თავდაპირველად მხოლოდ ერთი ბრენდის იმპორტით იყო დაკავებული და დღეისთვის ბაზარზე წარმოდგენილია როგორც პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ტექნიკური სერვისების პროვაიდერი. დღეისათვის კომპანია საკუთარი ბრენდით „ზომა“ აწარმოებს 121 დასახელების სარეცხ, სადეზინფექციო და კოსმეტიკურ საშუალებას, ასევე 36 სახეობის ქაღალდის ჰიგიენურ პროდუქციას.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი; ვლადიმერ ჭელიძე - „კლინტექი“, დამფუძნებელი






























