ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე ფრანგი იმპრესიონისტის შედევრში უცნობმა მყიდველმა 110,7 მლნ დოლარი გადაიხადა.
სააქციო სახლის ინფორმაციით, ნახატმა სერიიდან „თივის ზვინები“ რეკორდი მოხსნა, რადგან აქამდე, მსგავს თანხად მონეს არცერთი ტილო არ შეფასებულა.
3 წლის წინ, აღნიშნული ნახატი კრისტის აუქციონზეც გაიტანეს; მაშინ მყიდველმა შედევრში 81 მილიონ დოლარი გადაიხადა.
კლოდ მონეს ამ სახელწოდების ქვეშ სულ 23 ნახატის სერია აქვს შექმნილი.
მონე ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებელად მიიჩნევა.

























