მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლუბებში კოვიდ-გავრცელება ქვეყნის მაჩვენებელზე 15-ჯერ ნაკლებია - კვლევა

6172c49f40ba7
ვიქტორია მღებრიშვილი
22.10.21 22:30
1413
კლუბებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე 15-ჯერ ნაკლებია - ეს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდისა და არადომინანტური კულტურისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი პლატფორმა act4culture-ს მიერ საკლუბო სექტორის ამოქმედების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგია.

აღნიშნული კვლევის მიზნობრიობასა და საკლუბო სექტორისთვის მის მნიშვნელობაზე act4culture-ის წარმომადგენელმა დავით ლეჟავამ გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ისაუბრა და განაცხადა, რომ 7-8 ოქტომბერს კლუბ „ხიდში“ ჩატარებული კვლევა, ფონდის მიერ ორგანიზებული მეორე ღონისძიებაა, რომელიც კლუბების გახსნის მიზნით, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისას დამატებითი არგუმენტი იქნება.

„გადავწყვიტეთ კლუბების გახსნისთვის საჭირო არგუმენტები კვლევებით გაგვემყარებინა და უკვე მეორე კვლევა ჩავატარეთ. პირველი - ღია სივრცეში კლუბ „მზესუმზირას“ ტერიტორიაზე ჩატარდა, შემდეგ კვლევა კი 7-8 ოქტომბერს დახურულ სივრცეში კლუბ „ხიდში“ ჩატარდა.

ღონისძიებას ახლად შექმნილი კოვიდსაშვების მეშვეობით დაახლოებით 1 500 ადამიანი ესწრებოდა. ამგვარად, მხოლოდ ის პირები დაიშვებოდნენ, ვისაც ვირუსი ან გადატანილი ჰქონდათ, ან ორჯერადად აცრილები იყვნენ, ან პისიარ ტესტი ჰქონდათ გაკეთებული. ასეთ პირობებით ჩვენ კოვიდ თავისუფალი სივრცე შევქმენით და ხუთი დღის განმავლობაში ყველა დამსწრეს ვაკვირდებოდით თუ დაინფიცირდებოდნენ.

შეზღუდვები - პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცია მხოლოდ კლუბში შესვლამდე იყო, ხოლო კლუბში შეზღუდვები დისტანცია არ მოქმედებდა. შედეგად კვლევამ გვაჩვენა, რომ ვირუსის გავრცელება ამ პირობებში 15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ზოგადად ქვეყანაში“, - განაცხადა დავით ლეჟავამ.

მისივე განმარტებით, კვლევა ინფიცირების მზარდი ტრაექტორიის პირობებში ჩატარდა. act4culture-ის მიერ წარმოებული კვლევა გუშინ დასრულდა და განხილვები ყველა დაინტერესებულ მხარესთან იქნება. დავით ლეჟავას ინფორმაციით, პროცესში ჩართულია თბილისის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შრომის უსაფრთხოების სამსახურია ჩართული.

„ვფიქრობ, ეს არგუმენტი კლუბების გახსნისთვის საკმარისი იქნება, რადგან ვირუსს ვერავინ აჩერებს და ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიმძაფრით ვრცელდება. აქ საუბარი არ არის რომ ლაბორატორიულად 0 გავრცელება გვქონოდა. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ მკაცრი კონტროლის პირობებში ადამიანების დაშვება ღონისძიებებზე მხოლოდ კოვიდ-პასის საშუალებით ხდება, რითაც გავრცელება მინიმუმამდეა დაყვანილი.

ვფიქრობთ, ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ ინდუსტრია არ განადგურდეს და სავარაუდოდ, უახლოესი 1 კვირის ფარგლებში გვექნება განხილვა. ვფიქრობთ, რომ კლუბების გახსნა ერთიანად არ მოხდება და ეს უფრო ეტაპობრივი გახსნა იქნება“, - განმარტა act4culture-ის წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები