მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლუბი "მტკვარზე" იხსნება - რა რეგულაციების დაცვა მოუწევს ქლაბერებს?

5f2bf16900aa4
ანა ჯოხაძე
07.08.20 00:05
1559
ღია და ღიასთან გათანაბრებულ სივრცეებში კლუბებს ღონისძიებების ჩასატარებლად ოფიციალური ნებართვა აქვთ, ხოლო დახურული კლუბების გახნის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. როგორც კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია bm.ge-თან ამბობს, პარასკევიდან ისინი მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განაახლებენ საქმიანობას, თუმცა რეგულაციების სრული დაცვით. გაბუნიას თქმით, მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია იმ ჯარიმებზე, რომლის გამოწერაც შრომის ინსპექციის მხრიდან რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ამბობს, რომ ჯარიმები გასაჩივრებულია და მოლოდინი რეჟიმში არიან.

“მოლაპარაკების საფუძველზე პარასკევს ვიხსნებით, ფაქტობრივად ანდრია ბასილაიამ (თბილისის მერის მოადგილე) ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ღონისძიებებიც აღიარებული ყოფილიყო შემოქმედებით ინდუსტრიად და არა გასართობად. საბოლოო ჯამში ასე გადაწყდა. უბრალოდ ჯარიმების ამბავი ჯერ კიდევ არ მოგვარებულა, გასაჩივრებულია და პასუხს ველოდებით, ამ ამბავში ჩართულია ბიზნეს ომბუდსმენიც. საერთო რეგულაციები რაც არსებობს, დისტანციის დაცვა, დეზინფექცია უნდა დავიცვათ, რამე განსაკუთრებული როგორც კაფე-ბარებისთვის არსებობს 6 კაცი ერთ მაგიდასთან და ა.შ

კონკრეტული რეგულაციები ჩვენზე არ მოქმედებს. გვითხრეს, რომ რთული იქნება, მაგრამ უნდა ვაკონტროლოთ დისტანცია. ბართან დაკავშირებით გვითხრეს ის, რომ ჩვენთან მიმტანების სისტემა არ არის და ვერც იქნება, ამიტომ უნდა იყოს ბარიერებები და აქაც რიგებში დისტანცია გაკონტროლდეს. მომსახურე პერსონალი კი ფარით და პირბადით უნდა იყოს წარმოდგენილი. სტუმრები პირბადეებით არ იქნებიან, რადგან საქმიანობა მხოლოდ ღია სივრცეებში და ღიასთან გათანაბრებულ სივრცეებშია დაშვებული. ჩვენს სივრცეშიც ერთ მხარეს მთლიანად იხსნება ფანჯრები, რომელიც უერთდება აივანს, თან მოცულობით სივრცე დიდი არ არის და ეს ღია სივრცე საკმარისია “-ამბობს კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.

გაბუნიას განმარტებით ჯერ ვერ იხსნებიან ქალაქში არსებული სხვა კლუბები, რადგან ისინი დახურული ტიპისაა. BM.GE დაუკავშირდა კლუბ “ხიდზე” დამფუძნებელს თამუნა აქსანდერს, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ მიმართულებით სიახლე არ არის, თუმცა ისინი ღონისძიების ჩატარებას ღია სივრცეში გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები