მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტური”- Bassiani მსოფლიოს 15 საუკეთესო კლუბს შორის

ბასიანი

ბასიანი თბილისში, საქართველოში, ქალაქის კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტურია”,-ამ სიტყვებით იწყებს ქართული ღამის კლუბის დახასიათებას nightlifepartyguide.com თავის სტატიაში.

Nightlife-ი ღამის ცხოვრების მოყვარულებს 2023 წლის 15 საუკეთესო ღამის კლუბს სთავაზობს. ჩამონათვალში Bassiani მოხვდა.

"ბასიანი, თბილისში, საქართველოში, ქალაქის კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტურია. ფეხბურთის სტადიონის ქვეშ არსებულ უმოქმედო საცურაო აუზში მდებარე ბასიანს უხეში ინდუსტრიული ესტეთიკა აქვს, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევს. ის ცნობილია თავისი ტექნო სცენით.მან გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული და LGBTQ+ მოძრაობების წინსვლაში,“- წერია სტატიაში.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ბერლინში მდებარე კლუბი Berghain. მას მოსდევს ლონდონის კლუბი Fabric. საუკეთესო კლუბებს შორის დასახელებულია იბიცაზე მდებარე 4 კლუბიც.