ქართული ხორცპროდუქტების ბაზარზე ახალი ბრენდი „კმაზული“ გამოჩნდა.
„კმაზულის“ ბრენდმა ფუნქციონირება სოსისების წარმოებით დაიწყო.
ადგილობრივი ფერმერები, ამ ეტაპზე, სოსისის ორ სახეობას, ივერიას და რძიანს ამზადებენ, სახეობების დამატებაზე კი პარალელურ რეჟიმში მუშაობენ.
„მომხმარებელს, ახალი ტექნოლოგიით და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით დამზადებულ ხორცპროდუქტებს ვთავაზობთ „კმაზულის“ სახელით. ადგილობრივი წარმოება, საშუალებას გვაძლევს ჩვენს პარტნიორ ფერმერებთან მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ და ამგვარად, უსაფრთხო და გემრიელი პროდუქტი ვაწარმოოთ, ხელისაწვდომ ფასებში.“ - აცხადებენ საწარმოში.
ადგილობრივი ხორცპროდუქტების საწარმოსთვის, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კორპორაციული მომსახურება და ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობაა. ნებისმიერი ტიპის სასტუმროს, რესტორანსა თუ კვების ობიექტს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ხორცპროდუქტების შეძენით, „კმაზული“ ინდივიდუალურ თანამშრომლობას და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.
ახლო მომავალში, „კმაზულის“ საქონლისა და ქათმის სოსისების შეძენა მარკეტებსა და სუპერმარკეტებშიც იქნება შესაძლებელი.

























