არქიტექტურა არის ხელოვნების ის დარგი, რომელიც გარემოს, ისტორიასა და ადამიანების საჭიროებებს ერთიან სივრცედ გარდაქმნის. სწორედ ასეთ იდეებს აერთიანებდა საერთაშორისო კონკურსი Knauf Architecture Awards 2026, რომელმაც საქართველოში არქიტექტორებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და სტუდენტებს საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. კონკურსი ხუთ ნომინაციას აერთიანებდა და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა არქიტექტურულ გადაწყვეტებზე, რომლებიც გარემოს თავისებურებებსა და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობდა. როგორ იქცა რთული რელიეფი შემოქმედებითი შთაგონების წყაროდ და რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო არქიტექტურული გამოცდილების გაზიარებას საქართველოსთვის?






























