"კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის საუკეთესო შედეგი 11% აჩვენა საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
მისი თქმით, აუცილებლად იბრძოლებენ ხმების დასაცავად.
"ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - განაცხადა მალაშხიამ საერთო ბრიფინგზე.