მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვა

გელა ხასიაია

სამოქალაქო აქტივისტმა და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად განზრახ მიაყენეს ნაკლებად მძიმე დაზიანება რამაზ ჩადუნელს. ბრალი თავდაპირველად სხვა ფორმულირებით იყო წარდგენილი, შემდეგ კი დაკვალიფიცირდა როგორც ჯგუფურად ჩადენილი ნაკლებად მძიმე ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენება — სასჯელი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2026 წლის 8 მაისს ხასაიამ და ქერდიყოშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს ორივემ დანაშაული აღიარა და სასჯელად 1 წლით პატიმრობა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. ერთწლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ხასაიამ დღეს, 29 სექტემბერს, ციხე დატოვა.

ხასაია თავად ბრალდებას არ ეთანხმებოდა და მისი ადვოკატის განმარტებით, საპროცესო შეთანხმება მისთვის მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ადვოკატის თქმით, შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში ხასაიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, რადგან საქმეში სხვა ბრალდებულის მხრიდან მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის საფრთხე არსებობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები