მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: აქვს თუ არა სესხის გალარებას აზრი, ეს თავად მომხმარებელმა უნდა განსაზღვროს

58b6beed0931f
BM.GE
01.03.17 16:29
1293
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სესხების გალარების პროგრამის გააქტიურებას მისი დასრულების პერიოდისთვის ელოდება. როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გალარების ტემპი ამ ეტაპზე მაღალი არაა და საკმაოდ დიდი რაოდენობის სესხები კვლავ დოლარშია.

"აქვს თუ არა სესხის გალარებას აზრი, ეს თავად მომხმარებელმა უნდა განსაზღვროს. პროგრამა ნებაყოფლობითია. მისი პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე - შესაძლებელია დასკვნის გამოტანა თუ რა ურჩევნია მომხმარებელს.

საუკეთესო ვარიანტში უკეთესია, რომ როდესაც საშუალებაა სავალუტო რისკის მოშორება მოხდეს, ამიტომ ვთვლი, რომ მსესხებლები ვისი ვალდებულება დოლარშია, შემოსავალი კი ლარში უკეთეს სიტუაციაში იქნებიან თუ გაალარებენ სესხს.

ტემები არაა ძალიან მაღალი. აქტიურად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან რათა მათ უფრო მეტად განმარტონ თუ რაა გალარება", - განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები