მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: არ ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორში კონკურენცია არ არის

5ca782cbaa3cf
ლიკა გურაბანიძე
05.04.19 20:45
729
„საბანკო სექტორი ვითარდება და მის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს შორის კონკურენცია არსებობს.

„საქართველოს საბანკო სისტემაში არის მაღალი კონცენტრაცია, რაც არის იმ სხვადასხვა მოვლენების ერთობლიობა, რომლითაც ზოგადად საბანკო სისტემა განვითარდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ კონკურენცია არ არის, თუმცა სხვადასხვა ზომის ბანკების და სხვადასხვა სექტორებთან დაკავშირებით ყველაზე კარგი მაჩვენებელი არის ის, თუ რამდენად მცირდება საპროცენტო განაკვეთები და საპროცენტო განაკვეთები ნამდვილად მცირდება.

ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ბანკები საკმაოდ კონკურენტულია, ხოლო ინვესტორები ფულს ქართულ საბანკო სისტემაში საკმაოდ მონდომებით ათავსებენ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები