მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: არ ვფიქრობ, რომ უძრავი ქონების ლარში ფასდადება ინვესტორებს დააბნევს

5866584b93674
BM.GE
31.12.16 10:40
1322
არ ვფიქრობ, რომ უძრავი ქონების ლარში ფასდადება ინვესტორებს დააბნევს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაიმართა შეხვედრა დეველოპერებთან, რომელთა დიდი ნაწილი პოზიტიურად შეხვდა ცვლილებას.

„არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დააბნევს ინვეტსორებს. მაშინ, როდესაც გაცვლითი კურსები არის მერყევი, დოლრაში ფასები ძალიან მერყევია და ეს ართულებს პროგნოზირებადობას და დაგეგმვის საშუალებას. ვფიქრობ, ლარში ფასდადება გარკვეულწილად შემოიტანს იმ სიცხადეს, რომელიც ამ სექტორს სჭირდება. თუმცა, გარკვეული დრო იქნება საჭირო.

საზღვარგარეთაც ვართ ყველანი ნამყოფი და ვხედავთ, რომ იქ ფასები არის ეროვნულ ვალუტაში გაცხადებული, ამიტომ არაფერი უნდა იყოს ანომალიური იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ფასების გაცხადება იყოს ლარში. დაველოდოთ რა რეაქცია იქნება, არ ვფიქრობ, რომ რაიმე გართულებასთან უნდა გვქონდეს საქმე“,-აცხადებს კობა გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები