საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის შეფასებით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლების მიერ შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის მაღალი მადა გამოავლინეს.
ასე უპასუხა გვენეტაძემ Bm.ge-ის იმ კითხვას, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკებისთვის რეგულაციების ნაწილის 7 მაისიდან ამოქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ბანკები რეგულაციებს 2019 წლის დასაწისიდან ელოდნენ.
'ჯერ კიდევ 1 მარტს გავმართეთ ბრიფინგი და აღვნიშნეთ, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობის ნიშნებია და დავაანონსეთ რეგულაციები. ამასთან, ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას და დავანახეთ, რომ ბანკებმა შემოსავლის დადასტურენის გარეშე სამომხმარებლო სესხების გაცემის მაღალი მადა გამოავლინეს, ამიტომ როგორც დამატებითი ღონისძიება, ლიმიტების განსაზღვრა გადავწყვიტეთ', განმარტა გვენეტაძემ და დასძინა, რომ რეგულაციები არ ნიშნავს სესხების კრძალვას.