მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: ეკონომიკური აქტივობის ზრდას კვლავ ხელს უშლის საგარეო სექტორი

5798d0d54146a
BM.GE
27.07.16 19:17
1367
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

გვენეტაძსი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ხდება ინფლაციის მაჩვენებელზე დაყრდნობით. არსებული პროგნოზებით, კი მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალი იქნება შემდგომი კვარტლების განმავლობაში.

"არსებული პროგნოზით მიზანშეწონილია გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს. მაგრამ ეს არ არის არანაირი წინაპირობა ან ვალდებულება, შემცირების ტემპი და შემდგომი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და ინფორმაციებზე. მონეტარული პოლიტიკის შემდგომ მიმოხილვაში, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოსცემს ასევე მოცემული იქნება პოლიტიკის განაკვეთის ის მრუდი, რომლის პროგნოზირებასაც ჩვენ ვაკეთებთ და რომლის გამოქვეყნებაც დაახლოებით ორი თვის წინ დავიწყეთ.

რაც შეეხება, იმ ფაქტორებს რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, ძირითადად არის ის, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდას კვლავ ხელს უშლის საგარეო სექტორი. თუმცა შედარებით გააქტიურებულია შიდა და საგარეო ინვესტიციები. წინა პროგნოზების დროს ჩვენი გათვლებით დაახლოებით 3-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, ხოლო დღესდღეობით კი ეს პროგნოზი 3.5 პროცენტია, ის რასაც ველოდებით. მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის პოზიტიური ეფექტები. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ამავე დროს ხელი შეუწყო დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ, ასევე, ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდის პერსპექტივამ. ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის გადაცემას ფინანსურ ბაზრებზე, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს გადაწყვეტილებებში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები