მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

კობა გვენეტაძე: "ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა"

თამუნა ქემერტელიძე

04.12.18 16:20 1907 ნახვა

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა“, - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოემბერში წლიური ინფლაციის 1.9%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით დაკავშირებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს.

„ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ არაერთგზის გაცხადებული, რომ ინფლაციას გაცვლით კურსთან ცალსახა კავშირი არ აქვს“, - წერს მთავარი ბანკირი სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის გვერდზე.

კობა გვენტაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ინფლაციას და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის.

შეგახსენებთ, 2018 წლის ნოემბერში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 1.9% შეადგინა და ინფლაციის 1.9%-იანი ნიშნული ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინფლაციის - 3%-ის ფარგლებშია.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები