მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებებს არ გამორიცხავს

5c25f9cd9dac9
BM.GE
28.12.18 14:27
847
“საქმის კურსთან” ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ სებ-ი ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს.

“დროთა განმავლობაში შეიძლება იყოს რაღაც ტექნიკური ხარვეზები, რასაც დაგვანახებს პრაქტიკა და ამასაც გავითვალისწინებთ. უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხის განხილვები ყოველთვის მიდის. მარეგულირებელი საფინანსო სექტორში არის საქართველოს ეროვნული ბანკი,”- ამბობს გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საბანკო სფეროში დაგეგმილი რეგულაციები დადებით ცვლილებას წარმოადგენს, თუმცა, კრედიტების ზრდაზე მათი ეფექტი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. კობა გვენეტაძის თქმით, სავალუტო ფონდის აღნიშნული განცხადება შინაარსობრივად არის იგივე, რაც მათი პოზიცია.

“ეს განცხადება ნიშნავს ზუსტად იმას, რაც გითხარით, რომ ფონდი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არის კარგი, მაგრამ როგორ განვითარდება ამას ყურადღებით უნდა ვუყუროთ... თუ ეროვნული ბანკი, როგორც მარეგულირებელი ჩათვლის, რომ საჭიროა, გადაწყვეტილებების მიღება, ის გადაწყვეტილებას მიიღებს,”- ამბობს გვენეტაძე.

ცვლილება, რომელიც ძალაში 2019 2ლის 1 იანვრიდან შედის ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებას და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებას ისახავს მიზნად. საბანკო და არასაბანკო სექტორს მოთამაშეებს შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე თანხის გაცემა მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ. დგინდება სპეციალური საშემოსავლო კოეფიციენტები, რომელთა დაკმაყოფილებაც იქნება აუცილებელი. 

ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 4 საშემოსავლო ჯგუფი კოეფიციენტების მიხედვით ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
2) თვეში 1000-2000 ლარამდე, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);
3) თვეში 2000-4000 ლარამდე, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);
4) თვეში 4000 ლარზე მეტი, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ია. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები