მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: "კრედო" ბანკების პოზიციაში მე-10 ადგილს დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომზადებული შეხვდა ამ პროცესს

58d1169d2028b
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.17 16:53
2630
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით "კრედო" დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ბანკად გადაქცევისთვის. მისივე ინფორმაციით, ბანკი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული.

"ვფიქრობთ, რომ ის კარგად ჩაეწერება საბანკო სისტემაში, რადგან მან უკვე კარგი გამოცდილება დააგროვა, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ. იგი ბანკების პოზიციაში მე-10 ადგილს დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომზადებული შეხვდა ამ პროცესს. დიდი ხანი ემზადებოდა ამისთვის. რაც შეეხება სხვა განაცხადებს საბანკო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, ასეთი განაცხადი ჩვენ არ მიგვიღია",- აცხადებს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა კრედოს საბანკო ლიცენზია გუშინ მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები