კრიპტოვალუტების რეგულირება იქნება აუცილებელი, ეს უბრალოდ დროის საკითხია,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს.
"ვაკვირდებით სიტუაციას. როგორი გავლენა აქვს ამ ტექნოლოგიებს გარემოზე, ეკონომიკაზე. ჩვენი, როგორც საქართველოს ცენტრალური ბანკის სტრატეგიაა, არ შევაფერხოთ ამ მიმართულებით განვითარების პროცესები. ჩვენ ვეუბნებით ყველას, თუ შეგიძლიათ ტექნოლოგიის გამოყენება, გამოიყენეთ. ამასთან, სიფრთხილით ვეკიდებით ამ სიტუაციას, რადგან გვახსოვს როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი გამოცდილებები. დღეს ყველა ცენტრალური ბანკის მთავარი კითხვაა, თუ კრიპტოვალუტები ფართოდ გავცრელდება, წარმოადგენს თუ არა ის რისკს? ამ დროისთვის კი ამის შეფასება საკმაოდ რთულია",-აცხადებს გვენეტაძე.