მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: მათ საყურადღებოდ, ვინც შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა...

5cad897564fee
BM.GE
10.04.19 10:10
1986
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასაჯაროებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს, სადაც მას კომერციულ ბანკთნ შუამდგომლობას სთხოვენ. კობა გვენეტაძე წერს, რომ მსგავსი წერილით ბევრი მიმართავს და ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება აუცილებელი იყო.

“ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა!

ასეთ, და გაცილებით მძიმე შინაარსის, შეტყობინებებს ბევრს ვიღებ როგორც fb-ზე, ისე სამსახურში.

მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, მაგრამ როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება.

სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება, რაც უკვე ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ავტორს, რა თქმა უნდა, არ ვასაჯაროებ",- წერს კობა გვენეტაძე.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები