მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: მსესხებელს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქოდეს სესხთან დაკავშირებით

592590f284953
BM.GE
24.05.17 17:53
969
1 ივლისიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი შევა ძალაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2011 წლის შემდეგ, როდესაც სებ-მა მომხმარებელთ უფლებების დაცვის შესახებ კანონი მიიღო, მუდმივად ხდებოდა მონიტრინგი თუ რამდენად სრულდებოდა ის.

"ინფორმაცია, რომელიც დაგროვდა გავაანალიზეთ, გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნის მაგალითები და ისე შევიმუშავეთ ახალი კანონი. ყველაზე დიდი ცვლილება ისაა, რომ წესების დაცვა მოეთხოვებათ, არა მხოლოდ ბანკებს, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სხვა არასაბანკო ორგანიზაციებს, მათ შორის საკრედიტო კავშირებსაც.

ერთის მხრივ გვაქვს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჯარიმები საკმაოდ დიდია და მეორე მხრივ არის საყვედურები, რომ გვსურს უფრო დავარეგულიროთ საბანკო ან არასაბანკო სექტორი. ჩვენ უნდა ვნახოთ ოქროს შუალედი, რათა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ მსესხებელმა მაქსიმალურად ყველაფერი უნდა იცოდეს, იმასთან დაკავშირებით რაც შესაძლოა მის სესხთან დაკავშირებით მოხდეს", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები