საქართველოს ეროვნული ბანკის თავჯდომარე კობა გვენეტაძე პარლამენტში მისვლის მიზეზებს განმარტავს.
როგორც მან დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე განაცხადა, მათ სხდომაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამთ.
საუბარია კომიტეტზე, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმე განიხილება და რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ესწრებიან.
"არ დაგეთანხმებით, რომ მე არ ვაპირებდი ამ სხდომაზე მოსვლას. არსად არ თქმულა ეს. ჩვენ მივაწოდეთ არგუმენტირებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვთვლიდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა პარლამენტის კომიტეტზე არ იყო მიზანშეწონილი, მეორე საკითხთან დაკავშირებით. პირველ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე განმვარტეთ, რომ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. თუმცა, კომიტეტმა ეს არ გაითვალისწინა. სხდომა ისევ ჩანიშულია; აქედან გამომდინარე, მე მოვედი მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საკომიტეტო მოსმენა თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გუშინ გავრცელებული განცხადების მიუხედავად მას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება. დარბაზში არიან TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც მზად არიან დეპუტატთა კითხვებს უპასუხონ.

























