მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე პროგნოზირებს, რომ დაახლოებით 2020 წელს რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე ჩამოვა

5c585685aa070
BM.GE
04.02.19 20:16
1466
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პროგნიზირებს, რომ სებ-ი დახლოებით 1.5 წლიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთს 6%-მდე შეამცირებს.

გვენეტაძის განცხადებით 6% საქართველოსთვის იქნება მონეტარული პოლიტიკის ნეიტალური განაკვეთი, რომელიც არც “გამკაცრებულად” და არც “შერბილებულად” არ ჩაითვლება.

“1.5 წელიწადში დავუბრუნდებით ნეიტრალურ საპროცენტო განაკვეთს, რაც არის 6%. ეს ის პროცენტია, როდესაც არც მკაცრი განაკვეთი გვაქვს და არც შერბილი პოლიტიკა გვაქვს,”- რადიო კომერსანტის ეთერში ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძე ასევე ამბობს, რომ სებ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 2017 წლის გაზრდილი ინფლაციის ფონზე, მონეტარული პოლიტიკა დამატებით არ გაამკაცრა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა 2018 წელს არსებულ 4.8%-ზე დაბალი იქნებოდა.

“ჩვენ რომ ჩავრეულიყავით და დამატებით, 2017 წელს არსებული მაღალი ინფლაციის პერიოდში, რომ ჩავრეულიყავით და გაგვემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია იქნებოდა დაბალი და ეკონომიკური ზრდაც იქნებოდა დაბალი,”- ამბობს გვენეტაძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 0.25% პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად დღეს რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ს შეადგენს.

2013-2014 წლებში საქართველოში შერბილებული მონეტარული პოლიტიკა იყო, ამ დროს რეფინანსირების განაკვეთი 3.75%-4%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2015 წელს, საქართველოში დაწყებული სავალუტო კრიზისის პარალელურად, მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად გამკაცრდა და მან 2015 წლის ბოლოს 8%-ს მიაღია. 2016 წლის ბოლოსთვის ის 6.5%-მდე შემცირდა, თუმცა 2017 წელს ის 7.25%-მდე გაიზარდა. 2017 წლის პირველ მეორე ნახევარში ის 7%-მდე შემცირდა, 2018 წლის იანვარში კი განაკვეთი 6.75%-ზე დავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები