“საქმის კურსთან” ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საფინანსო ორგანიზაციებს საკმაოდ ინოვაციურს უწოდებს. გვენეტაძე ფიქრობს, რომ “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემის შემოღების შემდგომ, ბანკები ახალ სისტემასთან ადაპტირდებიან და საპასუხოდ ახალი ტიპის საფინანსო პროდუქტებს შექმნიან. გვენეტაძის შეფასებით, ეკონომიკაზე რეგულაციების გავლენა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ადაპტირდებიან ბანკები ახალ სისტემაზე:
“[ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის გავლება ეკონომიკურ ზრდაზე] დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ჩანაცვლდება ეს სესხები სხვა მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ ინოვაციურები არიან ბევრი მიმართულებით, მიჭირს იმის დაჯერება, რომ მათ თავისუფალი სახსრები არ მიმართონ რაიმე მიმართულებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამის რისკი, რომ ცვლილებებს უარყოფითი გავლენა ექნება, უფრო და უფრო მცირდება,”- “საქმის კურსთან” ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

























