მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: შეუძლებელია საქართველო დაცული იყოს საგარეო შოკებისგან

586644cfc883c
BM.GE
30.12.16 15:27
1285
"საქართველო არის ღია ვაჭრობის ეკონომიკა და ის არ შეიძლება დაცული იყოს საგარეო შოკებისგან", - ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება ბიზნესკონტრაქტის ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა. მისი თქმით, ერვნულ ვალუტაზე საუბრისას გასათვალისწინებელია როგორც საგარე ასევე ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები.

"კურსის ფორმირებაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რომელიც როგორც წესი გაურკვევლობებს ქმნის ეკონომიკური აქტორების სამქიანობაში. ასევე მოხდა ისეთი ფაქტებიც, რომლის პროგნოზს შარშან ვერ გავაკეთებდით და ესაა დოლარის გამყარება, დოლარი ასეთი ძლიერი 14 წელია არ ყოფილა. ზოგადად როცა ეროვნლ ვალუტაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ვალუტის მცურავ რეჟიმში, რთულია პროგნოზების გაკეთება. იყო სხვადასხვა მიმდინარეობები, იყო გაუმჯობესება სხვადასხვა დროს. საბლოო სურათის დასანახად ყველაზე კარგი იქნება საგადასახადო ბალანსის წლის ბოლოს შეჯამება და საბოლოო დასკვნების გაკეთება უპრიანი სწორედ მაშინ იქნება", - განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები