მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე TBC ბანკსა და რეგულაციებზე სასაუბროდ მზადაა და პარლამენტში მივა

5c9a17ff25c47
თელარა გელანტია
26.03.19 16:15
989
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აპრილის თვეში პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარსდგება, რაზეც მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა.

ამის შესახებ bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

„ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად ორი საპარლამენტო კომიტეტისგან მიიღო მოწვევა, რომ მივიდეს პარლამენტში, ამიტომ კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს ორი საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა.

ეს საკითხებია: „თიბისი ბანკის“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე პირველადი შედეგების შეფასებისთვის რეგულაციების ამოქმედებიდან მინიმუმ სამი თვის ვადის გასვლა ითხოვა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები