ვფიქრობ, რომ არაპროფილური აქტივები ბანკებისგან რეალურად გაიმიჯნა, - განაცხადა ბიზნესკონტრაქტის კითხვაზე საპასუხოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი მუშაობს ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც საჯარო უახლოეს პერიოდში გახდება. მისი განცხადებით, კანონპროექტი ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და იგეგმება მისი განხილვა, როგორც პარლამენტთან, ასევე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
"არ დაგეთანხმებით, რომ ბიზნესს ეშინია ბანკების, ბანკი არის ის ინსტიტუტი და სისხლძარღვები, რომლითაც ეკონომიკის დაფინანსება ხდება", - განაცხადა გვენეტაძემ.

























