ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საბანკო სექტორში კონცენტრაცია მაღალია.
„ისე განვითარდა საქართველოს საბანკო სისტემა, რომ კონცენტრაცია არის მაღალი. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი მაღალი კონცენტრაციაა ისრაელში, ფინეთში და საქართველოც ამ ჯგუფშია, მაგრამ ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ამას აქვს როგორც - დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც, რადგან ზოგადად, პატარა ბაზრისთვის მოაქვს ეფექტიანობის გაუმჯობესების შედეგი და ამას საპროცენტო განაკვეთების შემეცირებაც მოჰყვება ხოლმე; რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა კონკურენცია საბანკო სექტორში? - მე ვთვლი, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში კონკურენცია არის საკმაოდ ძლიერი და როგორც წესი, ამის ყველაზე კარგი მაჩვენებელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რომელსაც შეუქცევადად, გრძელვადიან პერიოდს თუ შვეხედავთ, შემცირების ტენდენცია აქვს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის სპრედის საკითხები ანუ განსხვავება სესხის და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის, რომელიც არის მნიშვნელოვნად შემცირებული“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

























