"ეს არის ის პერიოდი, რომელიც ყველაზე კარგია იმისთვის, რომ ის რეზერვები რომელიც გარკვეულწილად შემცირდა განხორციელებული ინტერვენციების გამო, გავზარდთ“, - ამის სესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ეროვნული ბანკის რეზერვები 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს რაც ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა მისი გაზრდაც მიზანშეწონილია.
"დღეს ჩვენი რეზერვები არის დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი, ეს არის მაჩვენებელი რაც ითვლება ნორმალურად, მაგრამ მისი გაზრდა არის მიზანშეწონილი.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა გვქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შოკები და კარგი იქნება რომ რეზერვები შევავსოთ.
როდესაც არის გაუფასურების პრესი ეკონომიკაზე, ძალიან რთულია იმის განსაზღვრა თუ რომელი ინტერვენციის შემდეგ რა რეაქცია ექნება ბაზარს და რა რეაქცია მოჰყვეს ამას.
დიდი ზომით და დიდი მასშტაბით რეზერვების გამოყენება ამ დროს არ არის მიზანშეწონილი და კონტრპროდუქტიული", - განაცხადა გვენეტაძემ.

























