მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძემ ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებზე ისაუბრა

5b1cde85b0e91
თელარა გელანტია
10.06.18 12:30
669
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხორვატიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებზე ისაუბრა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საქართველოს ქვეყანათა ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებიან.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები იყო.

მისივე ინფორმაციით, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, წლევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობას და მის შესაძლებლობებს.

„განიხილება ის მიმართულებები, რომელიც ეხება ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებს, იმ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შექმნას. ხდება გაზიარება იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამ კუთხით და ამავე დროს, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად, არა მარტო ამ ქვეყნების ჯგუფის მიერ, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები