მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძეს უფლებამოსილებაშეჩერებულ ირაკლი კოვზანაძესა და კოტე სულამანიძესთან შეხვედრა არ ჰქონია

57a3391f9e0ed
თელარა გელანტია
04.08.16 16:43
1799
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს უფლებამოსილებაშეჩერებულ თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს და სააგენტოს ასევე უფლებამოსილებაშეჩერებულ ხელმძღვანელ კოტე სულამანიძეს ამ დრომდე არ შეხვედრია.
 
ამის შესახებ გვენეტაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ამასთან, კითხვაზე -
"არც კოვზანაძეს და სულამანიძეს ჰქონდათ შეხვედრის სურვილი?", ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

"ყველა უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სპეკულაცია კონტრპროდუქტიული იქნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანონის მოქმედება შეჩერებულია და ზედამხედველობას ისევ ეროვნულ ბანკში არსებული საფინანსო ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საბჭოს წევრები და სააგენტოს ხელმძღვანელი კოტე სულამანიძე კი, ანაზღაურებას არ იღებენ, რადგან მათ უფლებამოსილება აქვთ შეჩერებული. ამასთან, ირაკლი კოვზანაძეს და კოტე სულამანიძეს, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, სხვა ანაზღაურებად სამსახურში მუშაობა კანონით ეკრძალებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები