მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა ნაყოფია: "მთავრობა ინვესტორებთან არასაკმარისად მუშაობს"

5b7410088c74c
თამუნა ქემერტელიძე
15.08.18 15:34
1444
“მთავრობა ინვესტორებთან არასაკმარისად მუშაობს”, - ეს განცხადება bm.ge-თან პარლამენტის წევრმა და ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობა 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს ინვესტორებთან, რასაც არ აკეთებს და “ამიტომ ვიღებთ შედეგს, რომლის მიხედვითაც ინვესტიციების ტემპი არ იზრდება”.

გარდა ამისა, ნაყოფია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ინვესტორების არაინფორმირებულობას ასახელებს.

მისი აზრით, ინვესტორებთან ინდივიდუალური მუშაობაა აუცილებელი, როგორც მთავრობის, ისე ელჩების მხრიდან.

“საელჩოები რას აკეთებენ?! განა, რა დიდ ისეთ პოლიტიკურ საკითხებში არიან ჩართულები, რომ არ სცალიათ ინვესტორებისთვის? თუ ისე არ გამოდის, მაშინ მოტივაციის ან ბონუსების სისტემა მაინც შემოიღონ ერთ მოძიებულ ინვესტორზე“, -აცხადებს ნაყოფია.

პარლამენტარი ამბობს, რომ ბოლო წლებში რთულია გაიხსენო საქართველოში ახალი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა.

„რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მსხვილი კორპორაციები? რატომ არავინ ელაპარაკება მათ? არ შეიძლება დაჯდე მაგალითად, “მერსედესთან” და მას განსაკუთრებული პირობები შესთავაზო? ვინმე აკეთებს ამას? რატომ აღარ დადიან “როუდ შოუებზე”? სადაა მზა საინვესტიციო პროექტები, რომელიც შეიძლება ინვესტორს შესთავაზო?“, - აცხადებს ნაყოფია.

მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე ნებისმიერი კონფიგურაციის გატანაა შესაძლებელი, რომლითაც ინვესტორს დააინტერესებ და საქართველოში შემოიყვან.

ამასთან, ნაყოფიას განცხადებით, საქართველო არც იმ შანსებს იყენებს, რომელიც რეგიონში არსებობს.

“ერთი მეგობარი მყავს უკრიანაში, ომი რომ დაიწყო, თავისი ბიზნესი სლოვაკეთში გადაიტანა, რატომ უნდა ეძებდეს სხვა ქვეყენას ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინვესტორი? არ შეიძლება საქართველომ მსგავსი სიტუაციები სათავისოდ გამოყენოს და ასეთ დროს ინვესტორებს ჩვენი ქვეყენა შესთავაზოს? თუ მას შეღავათიან პიროებებს დაუწესებ, არა მგონია, სხვა რომელიმე ქვეყანაზე იფიქროს", - აცხადებს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები