მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. პრესმსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძეს შანხაის ჰუნგციაო საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა.

მათივე ცნობით, კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

შანხაიში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან.

კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში "ქართული ოცნების" მინისტრები: მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, დავით სონღულაშვილი, ლაშა ხუციშვილი და რევაზ სოხაძე არიან. დელეგაციაში ასევე იმყოფება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები