მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება

მდინარაძე კობახიძე

საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს, გენერალ-მაიორ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დანიშვნიდან ორ თვესა და თითქმის ორ კვირაში მოუხსნეს.

შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა ჰქონდა დანიშნული.

განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მანამდე მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს [სუს] ხელმძღვანელობდა, თუმცა აპრილში თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები